აგვისტოს 10 საუკეთესო ფილმი | Allnews.Ge

აგვისტოს 10 საუკეთესო ფილმი

"ბი-ბი-სი-ს" მიმომხილველმა 2016 წლის აგვისტოს საუკეთესო ფილმების ათეული შეადგინა.

1. "თვითმკვლელთა რაზმი"

დევიდ ეიერის ფილმი, რომელიც რომელიც კომიქსებზეა დაფუძნებული, ბოროტი გმირების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც თავისუფლად დადიან და თავიანთ შავ მისიებს არულებენ.

ასასინის როლს უილ სმიტი ასრულებს, ჯარედ ლეტო ჯოკერად გვევლინება, მარგო რობი კი მისი პარტნიორი, ჰარლი ქვინია.

2. "სამხრეთში შენთან ერთად"

რადგანაც ობამას მიმართ ნოსტალგია ამერიკელებს უკვე დაეტყოთ, რიჩარდ ტერნერმა გადაიღო ფილმი აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ცოლის, მიშელ ობამას შესახებ.

ფილმში ნაჩვენებია, როგორ ხვდება წყვილი ერთმანეთს და როგორ ვითარდება მათი ურთიერთობა.

2016 წლის ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

3. "ჯულიეტა"

"ჯულიეტა" ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმადოვარის მეოცე ფილმია. ის სამ მოკლე ამბავზეა დაფუძნებული და დედისა და შვილის ისტორიას მოგვითხრობს.

4. "ადამიანის მსგავსი"

სილიან მერფიმ და ჯემი დორნანმა ეს დრამა ნამდვილ ისტორიაზე დაყრდნობით გადაიღეს.

ჩეხოსლოვაკეთის არმიის ორი ოფიცერი კოლეგის, რეინარდ ჰედრიქის მოსაკლავად გაგზავნეს. ეს ბრიტანულ-ფრანგულ-ჩეხური თრილერი და დრამა სინ ელისის რეჟისორობითაა გადაღებული და დიდი პოპულარობაც ხვდა წილად.

5. "კუბო: ლეგენდა სამურაიზე"

ეს არის ანიმაცია, რომლის სიუჟეტიც ძველ ეგვიპტეში ვითარდება. წარსულიდან მოსული სული ახალგაზრდა კუბოს, რომელიც ღმერთებს და მონსტრებს ებრძვის, მამამისის ჯავშნის მოძებნაში ეხმარება.

პოპულარული ფილმები, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების სტატიების მიხედვით გადაიღეს

6. "ჯეისონ ბორნი"

მეტ დეიმონი და პოლ გრინგრასი ათწლეულის შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ჯეიმს ბონდის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და საინტერესო ისტორიის მქონე თრილერია, რომელმაც მსოფლიო მოიარა.

7. "ლოუ და ბიჰოლდი: ოცნება დაკავშირებულ მსოფლიოზე"

გერმანელი რეჟისორის, ვერნერ ჰერცოგის ფილმი დოკუმენტური მასალების მიხედვითაა გადაღებული. "ეს არის ისეთი კავშირების დასაწყისი, რომლებზეც წლების წინ არც კი გვიოცნებია," - ამბობს რეჟისორი.

სერიალები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

8. "პიტის დრაკონი"

დევიდ ლოუერი ეცადა, ისეთი რამ გადაეღო, რაც გულიდან იქნებოდა წამოსული. დრამა, რომელიც დრაკონისა და მისი მეგობარი პიტის შესახებ მოგვითხრობს, შეიცავს საოცნებო, დროისა და სივრცის არმქონე ადამიანურ ისტორიებს, რომლის ყურებაც ამაღელვებელია.

9. "დედაჩემი"

იტალიელი რეჟისორის, ნანი მორეტის ფილმი, მოგვითხრობს მამაკაცის შესახებ, რომელსაც ცოლის შენარჩუნება სურს. ფილმი კომედიური ჟანრისაა, თუმცა, დრამატულად სრულდება.

10. "ღიტინი"

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი დევიდ ფერიე ღიტინის ატანის შეჯიბრის ვიდეოს ინტერნეტში ათავსებს, მას ბოტად იყენებენ, ავტორი კი ამის გამოძიებას იწყებს.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

myquiz