დემნა გვასალიამ "ბალენსიაგასთვის" ტანსაცმლისა და აქსესუარების სადებიუტო კოლექცია შექმნა | Allnews.Ge

დემნა გვასალიამ "ბალენსიაგასთვის" ტანსაცმლისა და აქსესუარების სადებიუტო კოლექცია შექმნა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სპეციალურად "ბალენსიაგას" მოდის სახლისთვის შექმნილი ტანსაცმლისა და აქსესუარების სადებიუტო კოლექციით წარსდგა.

გამოცემა Highsnobiety-ის ინფორმაციით, დემნა გვასალიას კოლექციაში წარმოდგენილია ე.წ. "ბაზრის" ჩანთები და საფულეები, რომლებიც ფაქტობრივად იაფფასიანი სამრეცხაო ჩანთების ძვირად ღირებული ვარიანტია.

"ასეთ ჩანთებს აზიურ მაღქაზიებში ყიდიან მსოფლიოს ყველა კუთხეში. თუმცა ”ბალენსიაგას” სავაჭრო ჩანთის ვერსია გაცილებით ძვირი ღირს: პატარა ზომის ჩანთის ღირებულება 1 495 დოლარია, საშუალო ზომის - 1 645 დოლარი, დიდი ზომის მოდელი კი 2 525 დოლარი დაგიჯდებათ", - წერს გამოცემა.

ჩანთების გარდა გაყიდვაშია დემნა გვასალიას მიერ "ბალენსიაგასთვის" შექმნილი იმავე დიზაინის საფულეებიც, რომელთა ფასიც 565 დოლარია.

"გვასალია პირველი დიზაინერი არ არის, ვინც იაფფასიანი ბაზრის ჩანთების გაგლამურება განიზრახა. დანიურმა ბრენდმა ”ჰეიმ” ცნობილი ქსელის "იკეას" საფირმო ლურჯი ჩანთის რედიზაინი მოახდინა. ჯილ სანდერმა კი ქაღალდის სურსათ-სანოვაგის ჩანთა ტყავითა და ხავერდით გააწყო", - წერს Highsnobiety.

დემნა გვასალიას პირველი კოლექციის შეძენა ”ბალენსიაგას” ონლაინ მაღაზიიდანაა შესაძლებელი.

BPN.GE

myquiz