GEM fest-ის ტერიტორიაზე პირველადი დახმარების ეკიპაჟი იქნება მობილიზებული | Allnews.Ge

GEM fest-ის ტერიტორიაზე პირველადი დახმარების ეკიპაჟი იქნება მობილიზებული

ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, მოძრავ ამბულატორიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორ ეკიპაჟს განათავსებს.

როგორც სამინისტროდან გვაცნობეს, შესაბამისი აღჭუვრილობის მქონე მოძრავ ამბულატორიაში ერთი ექთანი იქნება, რომელიც ფესტივალის სტუმრებს სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევს. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ეკიპაჟი კი სხვადასხვა მონაკვეთზე განთავსდება და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტამდე მისვლას, პირველადი დახმარების გაწევასა და ჰოსპიტალიზებას უზრუნველყოფს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10 აგვისტოს გაიხსნება. მოძრავი ამბულატორია და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ეკიპაჟი ადგილზე ფესტივალის დასრულებამდე დარჩება.

myquiz