"სამეფო კარის თამაშების“ გადაღება 2018 წელს დასრულდება | Allnews.Ge

"სამეფო კარის თამაშების“ გადაღება 2018 წელს დასრულდება

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალის "სამეფო კარის თამაშების" გადაღება 2018 წელს დასრულდება. სწორედ ამ დროს გამოვა ჯორჯ მარტინის რომანის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" მიხედვით გადაღებული ტელესერიალის უკანასკნელი, მერვე სეზონი. ტელეკომპანია HBO-ს გადაცემების განყოფილების ხელმძღვანელის კეისი ბლოისის განმარტებით, მეშვიდე სეზონში, სულ რაღაც, 8 სერია იქნება, რაც ჩვეულებრივზე სამით ნაკლებია.

გარდა ამისა, სიუჟეტური ხაზი მარტინის წიგნებში აღწერილ მოვლენებს რადიკალურად დაშორდება, ამიტომ მაყურებელი სიუჟეტის განვითარებას წინასწარ ვერ განჭვრეტს - აღნიშნეს პროდიუსერებმა.

სერიალები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

ბლოისმა ასევე არ გამორიცხა, რომ "სამეფო კარის თამაშების" დასრულების შემდეგ, რომელიმე გმირზე ახალი სერიალი დაიწყოს. ტელეკომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროდიუსერები ამ იდეას მხარს უჭერენ, ტექნიკური ნაწილი ჯერ შეთანხმებული არ არის.

გასულ წელს სერიალი ემის დაჯილდოვების 12 პრემიის ლაურეატი იყო, მიმდინარე წელს "სამეფო კარის თამაშებმა" საკუთარ რეკორდს გადააჭარბეს და 23 ნომინაციის ლაურეატობა მოიპოვეს.

myquiz