ქრისტინა აგილერას კონცერტზე ხალხის მოთხოვნით 50-ლარიანი ბილეთები დაემატა | Allnews.Ge

ქრისტინა აგილერას კონცერტზე ხალხის მოთხოვნით 50-ლარიანი ბილეთები დაემატა

მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და კრისტინა აგილერას მენეჯმენტთან შეთანხმებით, კომპანია "ბლექ სი არენა"-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დაემატოს ახალი კატეგორიის ბილეთები - ე.წ. "სილვერ რინგი".

აღნიშნული ბილეთი გულისხმობს ფეხზე დასადგომ ადგილს. ბილეთების რაოდენობის გაზრდა არ ეწინააღმდეგება უსაფრთხოების ნორმებს და არ უქმნის დისკომფორტს შესაბამის ზონაში მდგარ მსმენელს.

ბილეთის ღირებულება შეადგენს 50 ლარს და მათი შეძენა შესაძლებელია საიტზე: tkt.ge

myquiz