საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდებს

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.

როგორც Allnews.ge საქართველოს კულტურის პალატიდან აცნობეს, დავით ოქიტაშვილი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს მხარდაჭერას უცხადებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ოპერის პირველმა პირმა, სიტუაციის ნორმალიზებისა და დაძაბულობის თავიდან აცილებისათვის ეს ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგათ და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ. არ გაიმეტოთ თავი და შთამომავლობა. როცა საკუთარი თანამშრომლები, მთელი დასი გიპირისპირდება და აცხადებს, რომ დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებთ, არც ერთი თანამდებობა არ ღირს ამდენ ლანძღვად. გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს უზნეობას.

გონებრივი და ზნეობრივი თითქმის ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. თუ მხარს არ გიჭერს იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელსაც შენ უნდა ემსახურო, ბატონო დავით, მოგიწოდებთ, დადექით იქ, სადაც ზნეობა ზეიმობს", - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

რამდენიმე დღის წინ თეატრის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები გამართეს და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, კინწურაშვილი თავის მოვალეობებს თავს ვერ ართმევს და დღემდე არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია.

myquiz