პეტრე ოცხელის კოსმოსური შთაგონება - გენიოსი, რომელიც სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა | Allnews.Ge

პეტრე ოცხელის კოსმოსური შთაგონება - გენიოსი, რომელიც სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა

პეტრე ოცხელი 1907 წლის 27 სექტემბერს ქუთაისში, კომერსანტის ოჯახში დაიბადა. 1914 წელს ოჯახი მოსკოვში გადასახლდა, სადაც პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. მამა შეძლებული ადამიანი იყო, იგი ხშირად უწევდა დახმარებას საქართველოდან ჩამოსულ ახალგაზრდებს.

1920 წელს მთელი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მატერიალური მდგომარეობის გამო, მამამ ოჯახის ქუთაისში გადაყვანა გადაწყვიტა.

პირველი სპექტაკლი, რომელიც პეტრემ გააფორმა, ანატოლი ლუნაჩარსკის პიესა "ცეცხლის გამჩაღებლები" იყო, რომელიც მუშათა თეატრში დაიდგა 1927 წელს. კოტე მარჯანიშვილი დაინტერესდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტის მიერ გაფორმებული სპექტაკლით. ამ პერიოდში მარჯანიშვილი ქუთაისის თეატრისათვის დასს აყალიბებდა და პეტრე თეატრში მიიწვია სამუშაოდ. პეტრე სამხატვრო აკადემიის მესამე კურსიდან გამოვიდა და საბოლოოდ გადავიდა თეატრში.

1939 წელს ლონდონში გაიმართა თეატრის მხატვართა გამოფენა.

ოცხელის ესკიზები ამ გამოფენაზე ოქროს დიდი მედლით დაჯილდოვდა, თუმცა მხატვარი ამას ვერ მოესწრო.

1937 წელს პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. მას წაუყენეს ბრალდება: "მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება" და სიკვდილით დასაჯეს.

 

myquiz