კრისტინა აგილერა საქართველოში იმღერებს | Allnews.Ge

კრისტინა აგილერა საქართველოში იმღერებს

საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს პოპ-მომღერალი კრისტინა აგილერა გახსნის. ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის“ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი 30 ივლისს იმღერებს. კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა.

კონცერტზე მომღერალი სპეციალურად Black Sea Arena-ს გახსნისთვის ჩამოფრინდება და მის მიერ დაწერილ ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტიდან www.tkt.ge 12 ივლისს, დილის 9:00 საათზე დაიწყება.

myquiz