შიშვლები და ლურჯები - სპენსერ ტუნიკის ახალი ფოტოპროექტი | Allnews.Ge

შიშვლები და ლურჯები - სპენსერ ტუნიკის ახალი ფოტოპროექტი

გაერთიანებული სამეფოს ზღვისპირა ქალაქ ჰულის ათასობით შიშველმა და ლურჯ ფერში შეღებილმა მოქალაქემ ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის სპენსერ ტუნიკის პერფორმანში მიიღო მონაწილეობა. "ჰულის ზღვა"- ასეთია იმ ფოტოპროექტის სახელი, რომელის გამოფენაც 2017 წელს ქალაქის Ferens Art-ის გალერეაში გაიმართება და გახდება პროექტის „კულტურის ბრიტანული ქალაქი“ ნაწილი.

სპენსერ ტუნიკი თავისი ფოტოპროექტებისთვის შიშვლი ადამიანების პერფორმანსებს უკვე 25 წელია დგამს. 1992 წლის შემდეგ ის ახალი გადაღების ადგილსა და ზუსტ დროს წინასწარ აცხადებს და ყველა მსურველს მასში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.

მის პირველ შიშველ ფოტოსესიაში მონაწილეობა 1500-მდე ადამიანმა მიიღო. თუმცა, დროთა განმავლობაში, მსურველთა რიცხვი, ვისაც თავისი სხეული ხელოვნების ნიმუშად ქცევა სურდა, თანდათანობით გაიზარდა. ასე რომ, უკვე 2003 წელს ბარსელონაში ტუნიკისთვის 7 ათასი ადამიანი პოზირებდა, 2007 წელს მექსიკაში კი- 18 ათასი.

თავად ფოტოხელოვანმა "ბი-ბი-სი"-სთან საბარში აღნიშნა, რომ რაოდენობრივი რეკორდები არ ადარდებს, მისთვის მნიშვნელოვანია იმდენი ადამიანის შეგროვება, რამდენიც რაიმე მხატვრული ფიგურის შექმნას დასჭირდება.

ჰულში შიშველი და ლურჯი საღებავით შეფერილი ადამიანები ტუნიკის განმარტებით ზღვის სულს გამოხატავდა.

„ფოტოგადაღებისას ძალიან ციოდა, მიუხედავად ამისა, მონაწილეებს ჰქონდათ მითითება, რაც შეიძლება კარგად შეღებილიყვნენ. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს.

ქალაქის ადმინისტრაციის ინფორამციით, ფოტოსესიაში დაახლოებით 3200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

myquiz