Marvel: ახალი "რკინის კაცი" 15 წლის გოგონა გახდება | Allnews.Ge

Marvel: ახალი "რკინის კაცი" 15 წლის გოგონა გახდება

გამომცემლობა Marvel იტყობინება, რომ პოპულარული კომიქსების სერიის სუპერგმირის, "რკინის კაცის" ფორმას 15 წლის შავკანიანი მოზარდი გოგონა მოირგებს.

ახალი სერიის ავტორის, ბრაიან მაიკლ ბენდისის თქმით, მას ახალი გმირის იდეა ჩიკაგოში მუშაობის დროს გაუჩნდა, როდესაც ქუჩაში არსებულ "ქაოსს და ძალადობას" აკვირდებოდა.

საუბარია "ბრწყინვალე ახალგაზრდა ქალზე, რომლის ცხოვრებაც ტრაგედიამ შეცვალა, რომლის გამოც, ის შეიძლებოდა მომკვდარიყო", - აღნიშნა ბენდისმა.

ახალი გმირი სახელად რირი უილიამსი - ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც ტონი სტარკს შეცვლის.

ახალი გმირის გამოჩენამ სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ერთნი მომხდარით აღფრთოვანებას ვერ მალავენ, მეორენი კი ხუმრობენ მარველის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ "მარველის" გამომცემლობის გვერდებზე "რკინის კაცი" პირველად 1963 წელს გამოჩნდა. მისი შემქნელები მწერალი სტენ ლი, სცენარისტი ლარი ლეიბერი და მხატვარები დონ ჰეკი და ჯეკ კირბი არიან.

myquiz