ირანელი რეჟისორი აბას კიაროსტამი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ირანელი რეჟისორი აბას კიაროსტამი გარდაიცვალა

ირანელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი აბას კიაროსტამი 76 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიაროსტამი საფრანგეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მას კიბოს დიაგნოზი 2016 წლის მარტში დაუსვეს.

კიაროსტამი ირანული კინემატოგრაფიის "ახალი ტალღის" ერთ-ერთი ლიდერი და მრავალი კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელი იყო, რომელთა შორისაა "ოქროს პალმის რტო", რომელიც მას ფილმისთვის "ალუბლის გემო" მიენიჭა.

ამას გარდა, კიაროსტამი ცნობილია, როგორც დიზაინერი, ფოტოგრაფი და პოეტი.

 

myquiz