ამერიკელი მსახიობი ანტონ ელჩინი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ამერიკელი მსახიობი ანტონ ელჩინი გარდაიცვალა

27 წლის ამერიკელი მსახიობი ანტონ ელჩინი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა კვირას დილით მოხდა.

ბი-ბი-სი-ს ცნობით, ელჩინის ცხედარი სან-ფერნანდოში, სახლის მახლობლად მეგობრებმა აღმოაჩინეს. ცხედარი მანქანასა და კართან მდებარე დიდ საფოსტო ყუთს შორის იყო მოყოლილი.

ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია რომ მსახიობის მანქანა გამართული იყო, რის გამოც, უცნობია როგორ მოხდა უბედური შემთხვევა.

ანტონ ელჩინი 1989 წლის 11 მარტს ლენინგრადში დაიბადა. მისი მშობლები პროფესიონალი მოციგურავეები იყვნენ.

წყვილი აშშ-ში საცხოვრებლად მაშინ გადავიდა, როდესაც მომავალი მსახიობი 6 თვის იყო.

ელჩინმა ითამაშა ფილმებში - "ალფა დოგი", "ტერმინატორი 4", ნიუ-იორკო, მიყვარხარ", "ვარსკვლავური გზა" , "5-დან 7-მდე" და სხვა.

 

 

myquiz