რა უნდა გავაკეთოთ 30 წლამდე? - წავიკითხოთ ეს 10 წიგნი | Allnews.Ge

რა უნდა გავაკეთოთ 30 წლამდე? - წავიკითხოთ ეს 10 წიგნი

20-დან 30 წლამდე ასაკი, ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი ცდილობს გაერკვას ვინ არის და რისი მიღება სურს ცხოვრებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების ერთადერთი და ყველაზე კარგი საშუალება ჩვენს მიერ გადატანილი წარმატებებისა და წარუმატებლობების ცხოვრებისეული ციკლია, ყოველთვის კარგია, გარკვეული ორიენტირების ქონა.

სწორედ ამიტომ, independent-მა გადაწყვიტა შეერჩია წიგნები, რომლებიც სკოლის პერიოდში ცოტას თუ წაუკითხავს.

ეკლეკტური სია, ფოკუსირებულია ისეთ თემებზე , როგორიცაა საკუთარი თავის პოვნა, ღირებულებებისა და ფასეულობების, ხედვების ჩამოყალიბება და კარიერული ფუნდამენტის ჩაყრა.

ასე, რომ გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც 30 წლამდე უნდა წაიკითხოთ.

მარკუს ავრელიუსი - ფიქრები

მარკუს ავრელიუსი ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქი და მოაზროვნე. მიუხედავად იმისა, რომ მას ძირითადად, დადებით პიროვნებად ახასიათებენ, იგი რომის იმპერატორთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქრისტიანთა დევნით.

ალბერ კამიუ - სიზიფეს მითი

აბსურდის ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი სამყაროს აბსურდულობის შეცნობაა. კამიუს მსოფლმხედველობის და აბსურდის მისეული გაგება "სიზიფეს მითში" ჩამოყალიბდა.

ადამიანი თავისი მონოტონური ცხოვრების რომელიღაც მომენტში ფხიზლდება და უამრავს შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს ცხოვრებაზე, არსებობაზე, მაგრამ პასუხის ნაცვლად აბსურდის კედლებს აწყდება. ეს აბსურდი წარმოიქმნება კონფლიქტისგან, რომელიც ადამიანის მისწრაფებებსა და ობიექტურ რეალობას შორის არსებობს.

გამოსავალს ზოგი იმედში ხედავს, ზოგი - რელიგიაში, ზოგიც - თვითმკვლეობაში. კამიუ თვითმკვლელობას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ ყველა ჯანსაღ ადამიანს უფიქრია ამაზე. მას მოჰყავს გალილეოს მაგალითი, რომელმაც ფილოსოფიური ჭეშმარიტება მაშინვე უარჰყო, როგორც კი საქმე მისი სიცოცხლის ხელყოფას შეეხო და დასძენს, რომ სწორადაც მოიქცა.

თვითმკვლელობა აღიარებაა იმისა, რომ ინდივიდის ცხოვრება აუტანელი ან გაუგებარი გახდა, ე.ი. ცხოვრება აღარ ღირს. კამიუ თვითმკვლელობას უპირისპირებს საღ აზრს, აბსურდის შეცნობასა და აღიარებას, რასაც ამბოხი მოჰყვება. აბსურდის შეცნობის მაგალითია სიზიფე. მან იცის, რომ ქვა ყოველთვის ისევ დაგორდება, მაგრამ მაინც ააქვს. სიზიფე თავს აღწევს აბსურდულობას იმით, რომ შეცნობილი აქვს იგი. კამიუ აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც შეიცნობს აბსურდს, უნდა შეეცადოს გარდაქმნას იგი აზრებად და დააფიქსიროს მხატვრულ შემოქმედებაში,რადგან სწორედ ხელოვნებაა ხსნის ერთადერთი გზა.

10 წიგნი, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს სანამ სკოლას დაამთავრებს

თედორე დოსტოევსკი - "დანაშაული და სასჯელი"

დოსტოევსკის ნამუშევრები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სუიციდი, სიღატაკე, ადამიანური მოპყრობა და მორალი. მისი ადრეული ნამუშევრები ხაზს უსვამს რეალისტურ და ნატურალისტურ სოციალურ ცხოვრებას, განსხვავებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, თავის ნაწარმოებებში დოსტოევსკი ეხება რელიგიურ თემებს, ძირითადად რუსულ მართლმადიდებლობას.

არუნდატი როი - "წვრილმანების ღმერთი"

თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით.

"წვრილმანების ღმერთი" დასავლურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ გამოცემისთანავე "ყოველმხრივ გამორჩეულ ლიტერატურულ შედევრად" აღიარა და მას ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია "ბუკერი" მიანიჭა. მწერლის სამშობლოში "წვრილმანების ღმერთს", რომელშიც იუმორით, მაგრამ კრიტიკულადაა წარმოჩენილი ინდოეთი და ტაბუდადებული საკითხები შეუნიღბავადაა აღწერილი, აგრესიულად შეხვდნენ.

მიუხედავად ამისა, არუნდატი როი არ კარგავს თავის გავლენას. იგი კვლავაც აქტიურად მონაწილეობს ინდოეთის სოციალურსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის აღიარებული პუბლიცისტი.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - "პატარა უფლისწული"

პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე მეტად თარგმანი ფრანგულენოვანი წიგნია. საფრანგეთში ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს.

წიგნები, რომლის წაკითხვასაც გვირჩევენ

ბჰაგავადგიტა - "მწერალი უცნობია"

კურუკშეტრას დიდი ბრძოლის დაწყებამდე პანდავათა დინასტიის პრინცი არჯუნა სთხოვს თავის მეგობარს და დამრიგებელს კრიშნას, გაარკვიოს ამ ძმათშორის ომის გარდაუვლობასა და საბოლოო შედეგებში. მას არ სურს ბრძოლა თავის ნათესავ კურუს დინასტიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რადგან ეჭვი შეაქვს ამ ბრძოლის სამართლიანობაში და შიშობს მორალის და რწმენის დაკარგვას.

უშუალოდ ბრძოლის ველზე სისხლისმღვრელი შეტაკების დაწყებამდე კრიშნა დიალოგის ფორმაში უხსნის არჯუნას ბოროტების განადგურების და სამართლის მხარეზე მყოფ მებრძოლთა მოვალეობის მოხდის ღვთაებრივ მისიას, უყვება მსოფლიოს შექმნის და განვითარების ისტორიას, აჩვენებს თავის კოსმოსურ ფორმას, ასწავლის სულის უკვდავების ფენომენს და მიზეზ-შედეგობრივ კანონს (კარმა), რითაც საბოლოოდ არჯუნას არწმუნებს და საბრძოლველად ითანხმებს.

ჰერმან ჰესე - "ზიდჰარტა"

ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია თხრობის ინტელექტუალიზაცია, ესეიზმი, სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე.

მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი - გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, აიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თვითონ უწოდებს "მაგიურს".

მარჯან სატრაპი - "პერსეპოლისი"

"პერსეპოლისი" ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანია, რომელშიც ირანელი მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით სავსე ტექსტით საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანსა და ევროპაში.

"პერსეპოლისმა" გამოქვეყნებისთანავე დაიმსახურა მკითხველის სიყვარული, რის შემდეგაც 30-მდე ენაზე ითარგმნა. 2007 წელს რომანის მიხედვით გადაიღეს ანიმაციური ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა.

10 აკრძალული წიგნი

ბენჯამინ გრეჰემი "გონიერი ინვესტორი"

ეს ის ერთადერთი წიგნია, რომლის წაკითხვასაც უორენ ბაფეტი უკვე წლებია თითქმის, ყოველწლიურად ურჩევს აქციონერებს.

2003 წელს, Berkshire Hathaway-ის აქციონერებისთვის წერილობით მიმართვაში, უორენ ბაფეტმა აღნიშნა, რომ ბენჯამინ გრეჰემის "გონიერი ინვესტორი" მისი სამაგიდო წიგნია.

"ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი წარმატებული მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ეს წიგნი პირველად ავიღე ხელში", - დაწერა ბაფეტმა თავის 2011 წლის მიმართვაში.

ნასიმ ნიკოლა ტალები - "შავი გედი"

ლიტერატორი, ესეისტი, ეპისტემოლოგი, მკვლევარი ყოფილი მათემატიკური ფინანსების სპეციალისტი, რომელსაც მათემატიკური ფინანსების უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა  ნიუ-იორკში, ვოლ სტრიტის ქუჩის ფირმებში. მას გაყიდული აქვს 2.7 მილიონი ეგზემპლარი. "შავი გედი" ნათარგმნია 31 ენაზე.

 

იხილეთ სრული სია: Things to do before 30: read these 33 books

 

myquiz