მუსიკოსი თაზო ლიპარტელიანი, იგივე "გრინჩი" დაიღუპა | Allnews.Ge

მუსიკოსი თაზო ლიპარტელიანი, იგივე "გრინჩი" დაიღუპა

"კუნფუ ჯანქის" წევრი და დამფუძნებელი, მუსიკოსი "გრინჩი", იგივე თაზო ლიპარტელიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკოს თაზო ლიპარტელიანის გარდაცვალების ფაქტზე, საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

პოპელექტრონული ბენდი "კუნფუ ჯანქი" 2007 წელს ჩამოყალიბდა. მას თაზო ლიპარტელიანის გარდა კიდევ სამი წევრი ჰყავს. ბენდი მსმენელის წინაშე 2016 წლის Tbilisi Open Air-ზე გეგმავდა დაბრუნებას. ლიპარტელიანი ასევე აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში.

 

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian musician Grinch passes away

myquiz