სტივენ სპილბერგმა დაასახელა ფილმი, რომელმაც მის სამომავლო კარიერას საფრთხე შეუქმნა | Allnews.Ge

სტივენ სპილბერგმა დაასახელა ფილმი, რომელმაც მის სამომავლო კარიერას საფრთხე შეუქმნა

ამერიკელმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა ის ფილმი დაასახელა, რომელმაც მის სამომავლო კარიერას საფრთხე შეუქმნა. "ჰოლივუდის რეპორტიორისთვის" მიცემულ ინტერვიუში სპილბერგმა აღნიშნა, რომ ჰოლოკოსტზე გადაღებული ფილმის "შინდლერიის სიის" შემდეგ იგი პენსიაზე გასვლას გეგმავდა.

რეჟისორის განმარტებით, მან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფილმების გადაღების მიმართ ინტერესი დაკარგა, რადგან "შინდლერის სიამ" ემოციურად გამოფიტა.

კითხვაზე, გამოიწვია თუ არა ჰოლოკოსტზე გადაღებულმა ფილმმა მასში დეპრესია, რეჟისორმა დადებითი პასუხი გასცა, შემდეგ კი საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და განმარტა, რომ ამ ნამუშევრის გამო დეპრესიაში არასდროს ყოფილა, თუმცა, სევდასა და იზოლაციას განიცდიდა.

ამერიკელი რეჟისორი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კინო ინდუსტრიას ფილმით "იურული პერიოდის პარკი 2- დაკარგული სამყარო" დაუბრუნდა.

myquiz