ერთი დღე სუპერმოდელ ნატალია ვოდიანოვას ცხოვრებიდან | Allnews.Ge

ერთი დღე სუპერმოდელ ნატალია ვოდიანოვას ცხოვრებიდან

ნატალია ვოდიანოვა დღეს მსოფლიოში აღიარებული მოდელია, რომელსაც ხშირად რუს კონკიასაც უწოდებენ.

კონკიას იმიტომ, რომ რუსეთის ერთ-ერთი პროვინციის ერთი ღარიბი ოჯახიდან, სადაც თითქოს არავითარი პერსპექტივა არ ჩანდა, ცხოვრებამ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ამოაყოფინა თავი და დღეს ყველაზე ცნობილ მოდელებს შორის ირიცხება, საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფიით.

2004 წელს, მან ორგანიზაცია Naked Heart Foundation დააფუძნა, რომელმაც რუსეთში მცხოვრები პატარების დასახმარებლად 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა.

2013 წელს, Daily Mail-ს ვრცელი ინტერვიუში ნატალიამ რუსეთში გატარებულ ბავშვობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ წლებმა მას ძლიერი ხასიათი შესძინა.

სუპერმოდელმა განაცხადა, რომ ნიჟნი-ნოვგოროდში ქუჩაში ხილს ყიდდა და დედას ფინანსურად ეხმარებოდა.

"რუსეთის ცივ ზამთარში ხილს ქუჩაში ვყიდდი, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა. ვფიქრობდი, ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნება.

ვცდილობდი, თავი უკეთ მეგრძნო.

მახსოვს, დედას თვიური საშუალო ხელფასი 25 რუბლი იყო. ერთ დღეს სახლში ვბრუნდებოდი და მოულოდნელად ქუჩაში რუბლი ვიპოვე. გახარებული დედასთან მივედი, მან უფლება მომცა, მაღაზიაში წავსულიყავი და საჭმელი მეყიდა. ახლომდებარე სურსათში მივირბინე და ოჯახისთვის საჭმელი ვიყიდე. დღემდე მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი იმ წამს".

 

მომზადებულია businessinsider-ის მოხედვით.

 

 

myquiz