ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნამუშევრები "სოტბის" აუქციონზე რუსულ სექციაში გაიყიდება | Allnews.Ge

ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნამუშევრები "სოტბის" აუქციონზე რუსულ სექციაში გაიყიდება

ივნისში, ლონდონში "სოტბის" სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაყიდის ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს.

ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს აუქციონზე 7 ივნისს გაიტანენ.

"სოტბის" სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - "ჩვენი ნიკო" საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის "შველი წყლის პირას" საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება.

2015 წლის ივნისში ლონდონში, კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა" ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.

ფიროსმანის ნამუშევრის რუსულ სექციაში განთავსებასთან დაკავშირებით, შარშან კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმი მუშაობდა, რათა თუ აუქციონზე ქართული სექცია არ შეიქმნება, ევროპის სექციიდან მომხდარიყო ქართველი ავტორების ნამუშევრებს გატანა.

myquiz