Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება
ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება.
ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველო! ჩვენ ჩამოვდივართ ბათუმში 7 ივნისს. ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.