ზეთის საღებავებით შექმნილ პირველ ფილმს ვან გოგის ცხოვრებაზე გადაიღებენ | Allnews.Ge

ზეთის საღებავებით შექმნილ პირველ ფილმს ვან გოგის ცხოვრებაზე გადაიღებენ

Loving Vincent - მსოფლიოში პირველი, მხატვრულ-ფერწერული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება, რომელიც ზეთის საღებავებით შეიქმნება.

ფილმი, ცნობილი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის დაბადებისა და გარდაცვალების ისტორიას, მის ფერწერულ შემოქმედებაში არსებული მინიშნებებისა და სიმბოლოების მეშვეობით, მოგვითხრობს - ნათქვამია ფილმის სინოფსისში.

Loving Vincent -ზე რეჟისორი დოროტა კობიელა, 100 ფერმწერთან ერთად მუშაობს.

myquiz