რეპორტაჟი ფილმ "ალი და ნინოს" შესახებ BBC-ზე | Allnews.Ge

რეპორტაჟი ფილმ "ალი და ნინოს" შესახებ BBC-ზე

BBC-ზე ფილმ "ალი და ნინოს" შესახებ ვიდეო-რეპორტაჟი გავიდა. ბრიტანული სურათის რეჟისორი ასაფ კაპადია არხს ფილმის გადაღების პროცესის შესახებ მოუყვა. "ალი და ნინო" ცოტა ხნის წინ ამერიკულ კინოფესტივალ "სანდენსზე" აჩვენეს. კაპადია რეპორტაჟში საუბრობს ფილმის სიუჟეტის შესახებ, რომელიც კავკასიაში ვითარდება.

"დღეს ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია იმის ფონზე, თუ რა მოვლენები ვითარდება მსოფლიოში. აქ აღმოსავლეთი ერწყმის დასავლეთს, ევროპა - აზიას, ისლამი - ქრისტიანობას. საოცარი ადგილია. ეს გიჟური თავგადასავალი იყო უცნობ სამყაროში", - განაცხადა რეჟისორმა.

ფილმის სცენარისტი ბრიტანელი ნოველისტი კრისტოფერ ჰემპტონია, თუმცა სცენების დიდი ნაწილი უცვლელად გადაიღეს.

რეჟისორ კაპადიას გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ემი", რომელიც ემი უაინჰაუსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ამჟამად "ოსკარზეა" წარდგენილი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში.

myquiz