გორის ქარის ელექტროსადგურის აქციების ფასები რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი | Allnews.Ge

გორის ქარის ელექტროსადგურის აქციების ფასები რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი

ქარის ელექტროსადგურის აქციების ფასები ალბათ რამდენიმე თვის შემდეგ გვეცოდინება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის განკარგულების შესახებ თავადაც ახლა შეიტყო, შესაბამისად, აქციების ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქარის ელექტროსადგურის აქციების საფონდო ბირჟაზე გამოტანისა და გაყიდვის შესახებ ისაუბრა. მან საქართველოს მოქალაქეებს აქციების შეძენისკენ მოუწოდა.

myquiz