ელექტროძრავაზე მომუშავე მოტოციკლების, კვადროციკლების და მოპედების იმპორტზე დღგ უქმდება | Allnews.Ge

ელექტროძრავაზე მომუშავე მოტოციკლების, კვადროციკლების და მოპედების იმპორტზე დღგ უქმდება

ელექტროძრავაზე მომუშავე მოტოციკლების, კვადროციკლების და მოპედების იმპორტზე დღგ უქმდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განუცხადა, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და მის მიზანს ელექტროძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების წახალისება წარმოადგენს, რათა ჰაერის დაბინძურებისა და გარემოზე ზიანის შემცირება მოხდეს.

თბილისში ელექტროძრავიანი ტაქსები იმოძრავებენ

"კანონპროექტი მზად არის და გულისხმობს ცვლილებებს "საგადასახადო კოდექსში", რომლის მიხედვითაც, ელექტროძრავაზე მომუშავე ყველა მოტოციკლი, მოპედი, კვადროციკლი გათავისუფლდება დღგ-სგან. ამის მიზეზი ბევრია, მათ შორის გარემოზე ზრუნვა, ხმაურის შემცირება, ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება, რადგან ძირითადად შემოდის ბენზინსა ან დიზელზე მომუშავე მოტოციკლები და კვადროციკლები. ამ გადაწყვეტილებით ვახდენთ წახალისებას, რომ საქართველოში ელექტროძრავაზე მომუშავე მაქსიმალურად ბევრი მოტოციკლი, მოპედი და კვადროციკლი შემოვიდეს. ეს ვალდებულება ჩვენ აღებული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებითაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვის წახალისება არის ჩვენი მხრიდან აღებული ვალდებულება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ უკვე მიიღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ყველა ელექტრო მანქანა აქციზისა და იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება", - განაცხადა კუჭავამ.

თბილისში ელექტრომობილები პარკირების საფასურისგან გათავისუფლდებიან

myquiz