ქართული თხილის ექსპორტის შემცირების მიზეზები | Allnews.Ge

ქართული თხილის ექსპორტის შემცირების მიზეზები

თხილსა და კაკალს ჩვენს საექსპორტო ათეულში ბოლო წლებში წამყვანი ადგილები ეკავა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა.

"საქსტატის" მონაცემებით, ამ სამ თვეში თხილისგან მიღებულმა შემოსავალმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან კი ეს ციფრი 32 მილიონ დოლარი იყო. საქართველოში თხილის ფასიც დაბალია - საშუალოდ, 3-5 ლარი.

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ფერმერებმა აღნიშნეს, დაბალი ხარისხის თხილი 1-1,5 ლარადაც იყიდება. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, იქ 1 კგ თხილის ფასი 6 დოლარია. ცნობილია ისიც, რომ შარშან თხილის მოსავალი სოკოვანმა დაავადებამ და საშიშმა მავნებელმა - აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მავნებლის გამოისობით მიყენებულმა ზარალმა 63 მილიონი ლარი შეადგინა. ამიტომ ხელისუფლება წელს ფაროსანას წინააღმდეგ სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლისთვისაც 13 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

"თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ფასის გასაზრდელად, პირველ რიგში, ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო. მოწერელია ექსპორტის შემცირების მთავარ მიზეზად სწორედ დაბალ ხარისხს და მოსავლიანობას ასახელებს. ამას ფერმერებიც არ მალავენ. ზუგდიდის რაიონის მკვიდრი, ფერმერი დემურ ფიფია ადასტურებს, რომ 2016 წელს თხილის მოსავალი სახარბიელო მართლაც არ იყო. ამის მიზეზად ისიც უამინდობას, მავნებლებს და ავადმყოფობას ასახელებს.

"აზიურმა ხოჭომ მართლაც ძალიან დიდი ზარალი მიაყენა თხილის შარშანდელ მოსავალს.

თხილის გამოსავლიანობა და ხარისხიც ძალიან დაბალი იყო. ზუგდიდის რაიონში თხილის ექსპორტს თურქებიც აკონტროლებენ და ქართველებიც, ყველამ ვიცით, რომ თურქული თხილთან კონკურენციის გაწევა რთულია, ამიტომ უხარისხო თხილს ვინ ჩაიბარებს?"- ამბობს დემურ ფიფია. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz