სავაჭრო ცენტრები თბილისის გარეუბნებში განთავსდება | Allnews.Ge

სავაჭრო ცენტრები თბილისის გარეუბნებში განთავსდება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქის პერიფერიებში სავაჭრო ცენტრები და სხვა მრავალფუნქციური დატვირთვის შენობები განთავსდება, ქალაქში არსებულ უფუნქციო შენობებს კი რეკრეაციული ზონის მოსაწყობად ან სხვა საჭიროებებისთვის გამოიყენებენ - ამის შესახებ Allnews.ge-ს პროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა, გოგი აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქალაქის ცენტრზე არსებული დატვირთვა უნდა შემცირდეს. ამის მიღწევა კი პერიფერიებში გარკვეული ცენტრების წარმოქმნით შეიძლება, რომლებიც მოქალაქეებისთვის ყოველდღიური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ.

"დღეს პერიფერიებიდან ქალაქის ცენტრში მიდიან, რათა კონკრეტული საქმიანობა განახორციელონ, ახლა კი ლაპარაკია იმაზე, რომ შესაბამისი სერვისების შეთავაზება გარეუბანშივე მოხდეს," - განმარტავს აბაშიძე.

15 მაისს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მერიაში ჩაბარება უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, განხილვები და შეთანხმების პროცესი დაიწყება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz