ცესკო საკუთარი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის მინიჭების ინიციატივით გამოდის | Allnews.Ge

ცესკო საკუთარი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის მინიჭების ინიციატივით გამოდის

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ცესკო-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილი, საქართველოს კანონში "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ", ცვლილებას ითვალისწინებს.

უფრო ზუსტად კი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეს, კომპენსაცია დაენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ იგი იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა, ან პირს რომელსაც აქვს მუშაობის საერთო სტაჟი არანაკლებ 25 წლისა, აქედან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლიანი გამოცდილება. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობა, იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედის ტოლი უნდა იყოს.

გარკვეული შეზღუდვებია იმ პირებზე, რომლებსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. ამავე, კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვა არ ვრცელდება ანუ კომპენსაცია დაენიშნება იმ პირებსაც, რომლებსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, კონკრეტული მიზეზების გამო, ესენია: საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება; თუკი პირი დაინიშნა თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ, აირჩა, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა; დაინიშნა პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე; თუკი კომისიის წევრს, შეუწყდა უფლებამოსილება ავადმყოფობის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პირადი განცხადების საფუძველზე.

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტი "ცესკო"- ს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დღეს განიხილავს.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz