რა განთავსდება სავაჭრო ცენტრ "თბილისი გალერეაში" | Allnews.Ge

რა განთავსდება სავაჭრო ცენტრ "თბილისი გალერეაში"

სავაჭრო ცენტრ "თბილისი გალერეაში", რომელიც ყოფილი "უნივერმაღის" შენობაში განთავსდება, მოდის, სწრაფი კვების ახალი ბრენდები და განსხვავებული კონცეფციის კინო-თეატრები იქნება წარმოდგენილი,- ამის შესახებ Allnews.ge-ს სავაჭრო ცენტრის დირექტორმა, ნიკა ცინცაძემ განუცხადა.

"ბაზარზე რამდენიმე ახალი ბრენდი შემოვა, მათ შორის H&M, რომლის მაღაზიაც 3 000 კვ.მ-ზე განთავსდება.

"თბილისი გალერეაში" წარმოდგენილი იქნება, როგორც  მასობრივი, ასევე საშუალოზე მაღალი კლასის ბრენდები, რომლებსაც ერთი სართული დაეთმობა. სულ 100 ოპერატორი იქნება, საიდანაც 30% ახალ ბრენდებს დაეთმობა. წარმოდგენილი იქნება საქართველოში არსებული ყველა სწრაფი კვების ობიექტი და გაიხსნება ახლებიც. საერთო ჯამში, 15 ობიექტი განთავსდება. რაც შეეხება კინო-თეატრებს, მათი კონცეპტი საქართველოში არსებულისგან სრულიად განსხვავებული იქნება,"-აღნიშნავს ის.

H&M საქართველოში შემოდის

"თბილისი გალერეა" სექტემბერში გაიხსნება, ამჟამად შენობაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

myquiz