შსს 2 700 კგ ნაყინის შეძენას აპირებს | Allnews.Ge

შსს 2 700 კგ ნაყინის შეძენას აპირებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 700 კილოგრამი ნაყინის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 22 680 ლარია.

როგორც ტენდერის პირობებშია აღნიშნული, ნაყინის თითოეული პარტია უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს, - "ფერი თეთრი, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით პარამეტრების მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. დაფასოებული, შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს: შემადგენლობა, შენახვის ვადები და პირობები," - ნათქვამია პირობების ერთ-ერთ მონაკვეთში.

აღსანიშნავია, რომ შსს 2 700 კგ ნაყინს ჯარისკაცებისთვის ყიდულობს.

შსს 104 260 კგ შოკოლადისა და 125 კგ კარამელის კანფეტის შეძენას გეგმავს

myquiz