მერია პარკირების გადახდის სისტემის შეცვლას გეგმავს | Allnews.Ge

მერია პარკირების გადახდის სისტემის შეცვლას გეგმავს

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, შესაძლოა, პარკირებისთვის საათობრივი ან უბნების მიხედვით განსაზღვრული გადასახადი დაწესდეს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს.

"მერიის სატრანსპორტო სამსახურის" წარმომადგენლის, მირიან ლებანიძის თქმით, მერია და საკრებულო პარკირების გადასახადის რამდენიმე ვარიანტზე მსჯელობს.

"სხვადასხვა ვარიანტები განიხილება. მაგალითად, ზონალური პრინციპი, რომ მიხედვითაც, ქალაქის ტერიტორია ზონებად უნდა დაიყოს და ფასი ამის მიხედვით დაწესდეს. გარდა ამისა, განიხილება პარკირებისთვის საათობრივი გადახდის სისტემა. უცხოელი კოლეგები ჩვენ ამ სისტემის დახვეწას გვთავაზობენ და თავიანთი გამოცდილებით გვარწმუნებენ, რომ ეს ინიციატივა პარკირების პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,"-განმარტავს ის.

"სითი პარკის" გადასახადის გადახდა მძღოლებს 2024 წლის ბოლომდე მოუწევთ

მერიასა და საკრებულოს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, CT Park-ი  უკვე არსებული პრინციპით მუშაობს.

myquiz