Georgian Airways ლონდონისა და პრაღის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს | Allnews.Ge

Georgian Airways ლონდონისა და პრაღის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს

15 მაისიდან, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ლონდონისა და პრაღის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. კომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 2-ჯერ მოახდენს. ფრენები თბილისი-ლონდონის მიმართულებით (გეთსვიკის აეროპოტი) 15 მაისს დაიწყება, 22 მაისიდან კი პრაღა-თბილისის რეისიც განხორციელდება.

12 აპრილიდან განახლდება ყოვედღიური ფრენები თბილისი-კიევის მიმართულებითაც (ჟულიანის აეროპორტი). რეისები შესრულდება თბილისი-ხარკოვი-თბილისის მარშრუტითაც.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ" აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 21 მარტს მისცა.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz