რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა გორის ქარის ელექტროსადგურმა გუშინდელი ქარიშხლის დროს | Allnews.Ge

რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა გორის ქარის ელექტროსადგურმა გუშინდელი ქარიშხლის დროს

გორის ქარის ელექტროსადგური, ძლიერი ქარის გამო გუშინ, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა - ამის შესახებ Allnews.ge-ს "ქართლის ქარის ელელქტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქარის ელექტროსადგურმა გუშინ მხოლოდ 201 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლო.

"ასე ცოტა იმიტომ გამოიმუშავა, რომ ქარის 25მ/წმ სიჩქარეზე ტურბინა ავტომატურად ითიშება და როგორი ძლიერი ქარიც არ უნდა იყოს, აღარ იმუშავებს,"-განმარტავს ის.

ამჟამად, გორის ქარის ელექტროსადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. თორნიკე ყაზარაშვილის თქმით, დღეს, დილის 10:00 საათის მდგომარეობით, 207 მეგავატი ელექტროენერგიაა გამომუშავებული.

"ძლიერი ქარის შემთხვევაში, ელექტროსადგურის დაზიანების საფრთხე არ არის, რადგან მას თავდაცვის მექანიზმი ისეთი აქვს, რომ კომპიუტერი თვითონ ხვდება, ტურბინები როდის გათიშოს და როდის ჩართოს,"-აღნიშნავს ყაზარაშვილი.

გორში ქარის 20,7 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომლის აგებაშიც 34 მილიონი დაიხარჯა, ორ კვირაში 700 000 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ელექტროსადგურის მშენებლობა პარტნიორმა კომპანიებმა, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა," "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" და "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა. ის ექვსი აგრეგატისგან შედგება და თითოეული მათგანის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz