კახა კალაძე კომპანია "ინტერ-რაოს" წარმომადგენლებს შეხვდება | Allnews.Ge

კახა კალაძე კომპანია "ინტერ-რაოს" წარმომადგენლებს შეხვდება

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია "ინტერ-რაოს" წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროდან გვაცნობეს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძისა და "ინტერ-რაოს" წარმომადგენლების შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრის მინსკში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მოხდება.

კახა კალაძე ბელორუსის დედაქალაქში ვიზიტით უკვე გაემგზავრა. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, კომპანია "ინტერ-რაოსთან" მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.

myquiz