როგორ გავხდეთ ნაჩუქარი უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრე | Allnews.Ge

როგორ გავხდეთ ნაჩუქარი უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრე

სად და როგორ უნდა დავარეგისტრიროთ ქონება, რომლის მფლობელიც მოულოდნელად, ან დაგეგმილად გავხდებით?

1. იმისთვის, რომ ნაჩუქარი უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრე გახდეთ, საჭიროა მასზე თქვენი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ანუ კანონიერად მოიპოვოთ ამ კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლება.

2.უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ საჯარო რეესტრში მონაცემთა აღრიცხვას.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან შეუძლია მესაკუთრეს, განკარგოს უძრავი ქონება, რაც იმას გულისხმობს, რომ სურვილისამებრ გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.

ვის მივმართო საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის?

ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში ხდება. ამისთვის დაგჭირდებათ განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადო წესით დამოწებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის წამომადგენელი ბრძანდებით, მაშინ დამატებით, დაგჭირდებათ ნოტარიულად დამოწმებული წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდა, ადგილზეა შესაძლებელი.

გარდა ამ დოკუმენტებისა, კონკრეტული შემთხვევის განხილვისას, შესაძლებელია, დამატებითი დოკუმენტები გახდეს საჭირო, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისთვის იქნება აუცილებელი.

რაც შეეხება ვადებსა და საფასურს, საკუთრების რეგისტრაცია 4 სამუშაო დღეში 50 ლარი, 1 სამუშაო დღეში 150, ხოლო იმავე დღეს 200 ლარი ღირს.

myquiz