რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა რეიტინგში - ექსპრემიერის ქონება | Allnews.Ge

რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა რეიტინგში - ექსპრემიერის ქონება

Bloomberg-ის მილიარდერთა 500 კაციან სიაში საქართველოს ექს-პრემიერი 276-ე ადგილზეა. განახლებული მონაცემების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება დღეის მონაცემებით 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: პირველი ადგილზე - "მაიქროსოფტის" დამფუძნებელი ბილ გეითსია 85,6 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზე - ამერიკელი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი 78,9 მილიარდით, მესამეზე - "ამაზონის" ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 73,5 მილიარდით.

მეოთხე ადგილზე "ზარას" დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა, მეხუთეზე კი მარკ ცუკემბერგი. ახალგაზრდა მილიარდერის ქონება უკვე 59 მილიარდს აჭარბებს.

myquiz