ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა | Allnews.Ge

ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6029 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6029 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6325 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0296 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7333 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0406 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

myquiz