ძვირადღირებული საათები, ქარვის ქანდაკება - რა ქონებას ფლობს დავით თარხან-მოურავი | Allnews.Ge

ძვირადღირებული საათები, ქარვის ქანდაკება - რა ქონებას ფლობს დავით თარხან-მოურავი

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი, ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. ის საჯარო სექტორში უკვე 18 წელია მუშაობს.

თარხან-მოურავი 1963 წლის 8 სექტმბერს, რუსეთში, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი) დაიბადა. ჰყავს მეუღლე, კარინა თარხან-მოურავი და ორი შვილი, ნინო და იორამ თარხან-მოურავები.

1999 წელს, დავით თარხან-მოურავი იუსტიციის სამინისტროში სასამართლო აქტების აღსრულების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ამ პერიოდში მის საკუთრებაში თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხება, რომელიც 80 000 ლარადაა შეფასებული. ის ასევე მსუბუქ ავტომობილს, Mercedes-Benz-ს ფლობდა, რომლის ღირებულებაც 7 000 ლარი იყო.

2000 წელს დავით თარხან-მოურავი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

ამ პერიოდში, მის საკუთრებაში, 70 000, 50 000 და 32 000 ლარად შეფასებული საათები, 6 000 ლარის ღირებულების საკოლექციო ბეჭედი, 5 000 ლარის ღირებულების ოქროს ძეწკვი ჯვრით, ასევე 5 000 ლარად შეფასებული ქარვის ქანდაკება იყო.

მისი მეუღლე, კარინა თარხან-მოურავი, ბინებს თბილისსა და მოსკოვში ფლობდა, თითოეული მათგანი კი 250 000 ლარად იყო შეფასებული. მოსკოვში ბინას თან 20 000 ლარის ღირებულების ორადგილიანი ავტოფარეხი ერთვოდა. მოსკოვში კარინა თარხან-მოურავი ასევე Mercedes-Benz-ის მარკის ორ ავტომობილს ფლობდა. მის საკუთრებაში კიდევ ერთი, ძვირადღირებული, 5 000 ლარად შეფასებული საკოლექციო მაჯის საათი, Chaumet-ი იყო. ამავე პერიოდში, თარხან-მოურავის მეუღლის მფლობელობაში 38 300 ლარის ღირებულების ძვირფასი ლითონია.

2002 წელს, დავით თარხან მოურავი ისევ საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციაზეა. მის ქონებრივ დეკლარაციაში ჩამოთვლილი საათები და ძვირფასი ლითონები უცვლელადაა მითითებული, თუმცა ამოღებულია ავტომობილი.

ამავე პერიოდში Transatlantic ბანკში იგი დაახლოებით, 500 ფრანგულ ფრანკს ფლობს. კარინა და თარხან მოურავების საკუთრებაში ასევე 7 430$-ია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პოზიციაზე დავით თარხან-მოურავის 11 თვის ხელფასი 1 650 ლარს შეადგენდა.

2003 წელს თარხან-მოურავმა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა, რის შემდეგაც, მოსკოვში, ერთ-ერთი ბანკიდან 103 333 რუსული რუბლის ოდენობის სესხი აიღო, რომლის დაფარვაც 8 თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.

ამავე წელს, საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა თბილისში, "ქართუ ბანკში" დაახლოებით, 4 000 ლარის ღირებულების ანგარიში გახსნა.

2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, მას მხოლოდ 17 000$-ის ღირებულების ავტომობილი Nissan Armada და 19 000$-ის ღირებულების Toyota Sequoia აქვს მითითებული, რომლებიც 2016 წელს შეიძინა. მისი დანაზოგი 12 000$ -ს შეადგენს.

myquiz