ვინ ფლობს "სნოს" 100%-იან წილს | Allnews.Ge

ვინ ფლობს "სნოს" 100%-იან წილს

10 თებერვალს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის წერილის შესახებ, რომლის ავთენტურობა ამ დრომდე არ არის დადგენილი, წყლის კომპანია "სნოში" კომენტარს არ აკეთებენ.

საუბარია, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის 13 თებერვალს გავრცელებულ წერილზე, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა.

წერილში საუბარია საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ, ეკლესიების ქონებასა და ამ თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე. ერთ-ერთი კომპანია, რომელთან დაკავშირებით მომხდარ უკანონო გარიგებებზეც დეკანოზი მედიაში გავრცელებულ წერილში საუბრობს - წყლის კომპანია "სნოა".

"ამას დაემატა სნოს წყლის საკითხიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია, რომელშიც გარკვევა უშუალოდ თქვენმა უწმინდესობამ დამავალა. მოგეხსენებათ სნოს წყალი შეიქმნა 50-50% მონაწილეობით საპატრიარქოსა და ვ. ლიპარტიანის მონაწილეობით. მოგვიანებით 25 მლნ. საწარმოს 30 პროცენტი გასხვისდა 150 ლარად (იმ პირობით, რომ 3 თვეში ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა), მაგრამ გასული წლების მიუხედავად ქონება არ დაბრუნდა.... უწმინდესის დავალებით მოვითხოვეთ კუთვნილი 30% მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც უწმინდესის გადაწყვეტილებით

დარჩენილი 20% უსასყიდლოდ გადაეცა დანარჩენი 80%-ის მფლობელს. მაგრამ საზოგადოებისთვის სნოს წყალი ისევ ეკლესიის საკუთრებად რჩება, რადგან ზუსტად 1 წელია, გასხვისების მიუხედავად, საპატრიარქომ არ გააკეთა განცხადება დღეს არსებული 100% წილის მფლობელთა გულის მოსაგებად. ამ საკითხშიც ნათლად ჩანს უკანონო გარიგების ფაქტები,"- ნათქვამია წერილში.

როგორც "სნოში" "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ. "სნოს" წყალს კომპანია "აქვა გეო" აწარმოებს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. საჯარო რეესტრის 2010 წლის 14 იანვრის მონაცემებით, კომპანიის 50%-50%-იან წილებს საქართველოს საპატრიარქო და ვახტანგ ლიპარტიანი ფლობდნენ. 2010 წლის 16 აპრილის მონაცემებით კი, ვახტანგ ლიპარტიანი კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია, 20%-იან წილს კი კვლავინდებურად საპატრიარქო ფლობს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის დირექტორის პოსტს დავით გიგაია იკავებდა. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz