დავით საგანელიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საჯარო მოხელეა | Allnews.Ge

დავით საგანელიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საჯარო მოხელეა

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 31 იანვრით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ ახალ დეკლარაციაში დავით საგანელიძეს მითითებული არ აქვს თუ რამდენი იყო მის მიერ "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 2016 წლის 13 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, მისმა შემოსავალმა 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 84 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს საგანელიძემ 70 000 დოლარად შეიძინა ბათუმში საცხოვრებელ კომპლექს "მაგნოლიაში" მდებარე 126 კვადრატული მეტრი ფართობის მშენებარე ბინა; აღნიშნული უძრავის ქონების შესაძენად 2013 წელს შეთანხმების გაფორმებისას კი საგანელიძემ 40 000 ლარი გადაიხადა; 2008 წელს შეიძინა 250.50 კვადრატული მეტრისა და 413.50 კვადრატული მეტრი ფართობის ბინები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 200 000 და 250 000 ლარად; ის ასევე ფლობს 160 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ონში, სოფელ წმენდაურში; 300 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს (აგარაკს) მცხეთაში; 65 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თურქეთში, კარჩიჯაკში; ავტოფარეხებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირსა და ატენის ქუჩაზე; ონში, სოფელ წმენდაურსა და მცხეთაში მდებარე 8 792 კვადრატული მეტრისა და 1 200 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს. გარდა ამისა, საგანელიძე ფლობს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე საწარმოს - შ.პ.ს "პულსს".

მასვე ეკუთვნის 2007 წელს 12 000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა " ლინკოლნ- ნავიგატორი".

დეკლარაციის შევსების მომენტში, დავით საგანელიძეს "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 25 000 ლარი; საკრედიტოზე კი 500 ლარი ჰქონდა. "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 9 500 დოლარი, "პროკრედიტ ბანკის"

მიმდინარე ანგარიშზე კი 10 400 დოლარი ერიცხებოდა. "ბაზის ბანკში" საკრედიტოზე კი 2 800 და 3 700 ლარი ჰქონდა. იხილეთ გაგრძელება

myquiz