რა ქონებას ფლობს ირმა ინაშვილი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ირმა ინაშვილი

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე, ირმა ინაშვილს, მეუღლე, კახაბერ კევლიშვილი და ორი შვილი - ნინო და დაჩი კევლიშვილები ჰყავს.

ირმა ინაშვილი თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე 330 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. მას ასევე დუშეთში, სოფელ ბაზალეთში 2 100 მ2-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართი და ბორჯომში, ლიკანში 43,49 მ2 ბინა აქვს.

პარლამენტის წევრის მფლობელობაში მსუბუქი ავტომანქანა, Nissan Armada-ა, რომელიც ინაშვილმა 2017 წელს 14 000$-დ შეიძინა. გარდა ამისა, ფლობს ოქროს ბეჭედს, რომლის ღირებულებაც 7 000$-ს შეადგენს. დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ბეჭედი მას დედამ აჩუქა.

ირმა ინაშვილის მიმდინარე ანგარიში "თი-ბი-სი" ბანკში 200$-ია, სახელფასო - 300 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიში კი 5 000$-ს შეადგენს. მისი შრომის ანაზღაურება 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 5 844 ლარია.

რაც შეეხება სესხს, მას "თი-ბი-სი" ბანკიდან კრედიტის სახით 5 000$ აქვს აღებული. პარლამენტის წევრს, წინა წლის შემოსავლებში, 10 200 ლარი აქვს მითითებული.

ირმა ინაშვილის, როგორც ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო, ყოველთვიურად 4 635 ლარია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz