რა ქონებას ფლობს ყოფილი პირველი ლედი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ყოფილი პირველი ლედი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის 2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაში რამდენიმე ბინა და საბანკო ანგარიშებია.

ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სანდრა რულოვსი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 318.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ფლობს. ასევე ორ ბინას ნიდერლანდების სამეფოში, კერძოდ ტერნეუზენში 120.00 კვ.მ-ისა და კადზანდში მდებარე 75.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს. მიხეილ სააკაშვილის მეუღლის 100%-იან საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ყვარელში (ლამიანები), რომლის ფართობიც 1230.00 კვ.მ-ია.

დეკლარაციის თანახმად, სანდრა რულოვსის მეუღლის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 100%-იან საკუთრებაშია 4 მიწის ნაკვეთი ყვარელში, რომელთა საერთო ფართობი 7296.00 კვ.მ შეადგენს. ყვარელში მდებარე კიდევ 5 ნაკვეთის საერთო ფართობი კი 11904.00 კვ.მ-ია. გარდა ამისა, მას მიწის ნაკვეთი აქვს გუდაურში, რომელის ფართობი 500.00 კვ.მ შეადგენს. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz