საინტერესო ფაქტები მსოფლიოს უმსხვილეს გაზის კომპანიაზე | Allnews.Ge

საინტერესო ფაქტები მსოფლიოს უმსხვილეს გაზის კომპანიაზე

საჯარო სააქციო საზოგადოება "გაზპრომი" რუსული ტრანსნაციონალური კორპორაციაა, რომელიც გაზის, გაზის კონდენსატისა და ნავთობის მოპოვებით, ტრანსპორტირებით, შენახვით, გადამუშავებით და რეალიზებით, ასევე თბო და ელექტროენერგიის წარმოებითა და რეალიზებით, მედია და საბანკო საქმიანობით არის დაკავებული.

"გაზპრომი" მსოფლიოს უმსხვილესი გაზის კომპანიაა. იგი ყველაზე გრძელ გაზის ტრანსპორტირების სისტემას (160 ათას კილომეტრზე მეტი) ფლობს.

"გაზპრომი" 1989 წელს დაარსდა და მისი უზენაესი მმართველი ორგანო აქციონერთა ყრილობაა. მას ექვემდებარება დირექტორთა საბჭო, რომელიც ზოგად მართვას ახორციელებს და გამგეობა, რომელსაც აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციები აკისრია.

2015 წლის მონაცემებით, კომპანიაში 449 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.

2016 წელს, კომპანიის ბრუნვამ 102 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო სუფთა მოგებამ - 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რა შეფასებები მოჰყვა "გაზპრომისგან" ფულადი ანაზღაურების მიღებას

"გაზპრომის" მიერ მოპოვებული რუსული გაზის ექსპორტს, კომპანია "გაზპრომ-ექსპორტი" ახორციელებს. 2015 წლის მონაცემებით, შორეული უცხოეთის ქვეყნებში ბუნებრივი გაზის მიწოდების მოცულობამ 158,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

"გაზპრომი" გაზის ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.

"გაზპრომი" წილებს არაერთ უცხოურ კომპანიაში ფლობს. 2012 წლის მონაცემებით, "გაზპრომი" სხვადასხვა წილებს ფლობდა შემდეგი ქვეყნების კომპანიებში: ავსტრია, ბელორუსი, ბულგარეთი, ბოლივია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, ვენესუელა, თურქეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, საბერძნეთი, სერბეთი, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ყაზახეთი, შვეიცარია, ჩეხეთი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედ კომპანიაში, "Газпром-Южная Осетия", "გაზპრომი" 75%-იან წილს ფლობს.

"გაზპრომს" ამჟამად ეკონომისტი, გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი ხელმძღვანელობს, რომელიც ასევე კომპანიაში დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ვიქტორ ზუბკოვის მოადგილის პოსტს იკავებს.

"გაზპრომი" ევროპისთვის გაზის მიწოდებას შავი ზღვის გავლით დაიწყებს

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 7 მაისის მდგომარეობით, კომპანიის აქციონერები იყვნენ:

• რუსეთის ფედერაცია: "Росимущество" (38,373 %), "Роснефтегаз" (10,970 %) და "Росгазификация" (0,889 %) - სულ 50,232%;

• ამერიკის დეპოზიტური ქვითრის მფლობელები (27,49%);

• სხვა დარეგისტრირებული პირები (22,019%).

"გაზპრომს" ეკუთვნის საფეხბურთო კლუბ "ზენიტის" (სანქტ-პეტერბურგის) აქციების საკონტროლო პაკეტი. გარდა ამისა, კომპანია გერმანული საფეხბურთო კლუბის "შალკე 04"-ის და ფრენბურთის კლუბის "ზენიტ-ყაზანის" მთავარი სპონსორი და საფეხბურთო კლუბ "ორენბურგის" გენერალური სპონსორია.

2010 წლიდან "გაზპრომი" საფეხბურთო კლუბების "ვოლგის" (ნიჟნი ნოვგოროდი) და "სახალინის" (იუჟნო-სახალინსკი) პარტნიორი გახდა.

2010 წლიდან "გაზპრომი" სერბული კლუბის, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდის" სპონსორია.

2012 წელს "გაზპრომმა" გააფორმა ხელშეკრულება უეფასთან და 2012-2015 წლებში უეფას ჩემპიონთა ლიგის, ხოლო 2012-2014 წლებში უეფას სუპერთასის ოფიციალური პარტნიორი იყო.

The Washington Post - დონალდ ტრამპის მრჩეველი საგარეო საკითხებში "გაზპრომის" კონსულტანტი იყო

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

myquiz