ბიძინა ივანიშვილის ქონება გასულ წელთან შედარებით შემცირდა | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილის ქონება გასულ წელთან შედარებით შემცირდა

"ფორბსის" 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა და 4,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2016 წლის რეიტინგის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიოს მილიარდერებს შორის 298-ე პოზიცია დაიკავა. 

2015 წელს ივანიშვილი "ფორბსის" სიაში 5,2 მილიარდი დოლარით 291-ე ადგილს იკავებდა. 

"ფორბსის" მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება საქართველოს ნომერ პირველ მილიარდერად.

გამოცემამ წელს ყველაზე დიდი კაპიტალის მქონე ადამიანად ბილ გეითსი დაასახელა, რომელიც 75 მილიარდ დოლარს ფლობს.

myquiz