ივანიშვილი ერთ-ერთია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე მეტი ფული იშოვა | Allnews.Ge

ივანიშვილი ერთ-ერთია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე მეტი ფული იშოვა

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ კავშირის ტერიტორიებზე წარმოქმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში გაჩნდა ბიზნეს ელიტა, რომელმაც დიდი ოდენობის ფული შოვნა მოახერხა.

ბელორუსულმა გამოცემა zautra.by-მ იმ მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, ვინც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა და დიდი ფული სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იშოვა. რეიტინგში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც.

ლეონიდ მიხელსონი

რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი ლეონიდ მიხელსონი ჟურნალ "ფორბსის“ ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მესამოცე ადგილზეა. მისი ქონება 14.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ოფიციალურად ითვლება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში 61 წლის ლეონიდ მიხელსონზე მეტი ფული არავის აქვს. ბიზნესმენის კაპიტალის ძირითადი ნაწილი გაზისა და ქიმიური აქტივებისგანაა შემდგარი. მიხელსონი რუსული გაზის კომპანიის "ნოვატეკის" აქციონერია. მას ეკუთვნის კომპანია "სიბური", ყველაზე მსხვილი ქიმიური ჰოლდინგი რუსეთში.

ბიძინა ივანიშვილი

"ფორბსის“ ყველაზე მდიდარი 298-ე ყველაზე მდიდარი ადმაიანია, რომლის კაპიტალი 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქონება ივანიშვილმა რუსეთში დააგროვა, სადაც ბანკები - "რუსული კრედიტი"

და "იმპექსბანკი" შექმნა, ფლობდა მეტალურგიულ ჰოლდინგს "მეტალოინვესტი", აგროჯგუფს "სტოილენსკაია ნივა", სააფთიაქო ქსელ "დოქტორ სტოლეტოვს", სასტუმროებს "მინსკი" და "ჩენტრალნაია". 2004 წელს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა და რუსული აქტივები გაყიდა. 2011 წელს უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz