რამდენია საქართველოს რეგიონების წლიური შემოსავალი | Allnews.Ge

რამდენია საქართველოს რეგიონების წლიური შემოსავალი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემებს გვთავაზობს. allnews.ge დაინტერესდა, რამდენია აღნიშნული ტერიტორიული ერთეულების წლიური ბრუნვა და რა ტიპის წარმოებას უჭირავს ყველაზე დიდი ხვედრითი წილი.

2015 წელს, მთლიანად საქართველოს წლიური ბრუნვა 56984,8 მილიონი ლარი იყო, მათ შორის ყველაზე შემოსავლიანი დარგების სამეულია:

1. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 26707,5 მილიონი ლარი;

2. დამამუშავებელი მრეწველობა - 6660,3 მილიონი ლარი;

3. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 5936,1 მილიონი ლარი.

თბილისის 2015 წლის ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებელი 40873,6 მილიონი ლარიa, ყველაზე პრიორიტეტული კი შემდეგი დარგებია:

1. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 20766,3 მილიონი ლარი;

2. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 4742,1 მილიონი ლარი;

3. მშენებლობა - 3640,9 მილიონი ლარი.

აჭარის რეგიონის წლიურმა ეკონომიკურმა ბრუნვამ 2015 წელს 4155,5 მილიონი ლარი შეადგინა, ყველაზე წარმატებული მიმართულებები კი შემდეგია:

1. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 1682,8 მილიონი ლარი;

2. კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 556,4 მილიონი ლარი;

3. ტრანსპორტი და კავშირგაბმულიბა - 372,9 მილიონი ლარი.

მათ შორის ბათუმის წილი 3542,1 იყო.

გურიის წლიური ეკონომიკური ბრუნვა 355 მილიონი ლარია, საიდანაც ყველაზე შემოსავლიანი დარგებია:

1. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 158,8 მილიონი ლარი;

2. დამამუშავებელი მრეწველობა - 118 მილიონი ლარი;

3. მშენებლობა - 43,7 მილიონი ლარი.

იმერეთი 2591,4 მილიონი ლარი, საიდანაც ქუთაისის ხვედრითი წილი 1359,9 მილიონი ლარია. ყველაზე შემოსავლიანი მიმართულებების სამეული კი შემდეგია:

1. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 1135 მილიონი ლარი;

2. დამამუშავებელი მრეწველობა - 715,5 მილიონი ლარი;

3. კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 146,5 მილიონი ლარი.

კახეთის 2015 წლის ეკონომიკური ბრუნვა ჯამში 963,4 მილიონი ლარი იყო, ყველაზე წარმატებული დარგები:

1. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 488,3 მილიონი ლარი;

2. დამამუშავებელი მრეწველობა - 242,2 მილიონი ლარი;

3. სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 45,3 მილიონი ლარი.

მცხეთა-მთიანეთის - 730,7 მილიონი ლარი; წარმატებული მიმართულებები:

1. დამამუშავებელი მრეწველობა - 325,5 მილიონი ლარი;

2. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 184,9 მილიონი ლარი;

3. მშენებლობა - 107,1 მილიონი ლარი.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50,6 მილიონი ლარი, ყველაზე შემოსავლიანი დარგები:

1. მშენებლობა - 20,5 მილიონი ლარი;

2. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 12 მილიონი ლარი;

3. დამამუშავებელი მრეწველობა - 7,9 მილიონი ლარი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის წლიური ეკონომიკური ბრუნვა 1957, 7 მილიონი ლარია, ყველაზე შემოსავლიანი დარგები:

1. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 678,8 მილიონი ლარი;

2. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 578,8 მილიონი ლარი;

3. მშენებლობა - 90,8 მილიონი ლარი.

სამცხე-ჯავახეთი - 709,7 მილიონი ლარი, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ბრუნვით გამორჩეული მიმართულებებია:

1. დამამუშავებელი მრეწველობა - 310,5 მილიონი ლარი;

2. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 249,1 მილიონი ლარი;

3. სასტუმროები და რესტორნები - 29,7 მილიონი ლარი.

ქვემო ქართლი - 3347,4 მილიონი, მათ შორის ყველაზე შემოსავლიანი შემდეგი დარგებია:

1. დამამუშავებელი მრეწველობა - 1017,7 მილიონი ლარი;

2. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 972,4 მილიონი ლარი;

3. სამთომოპოვებითი მრეწველობა - 308,2 მილიონი ლარი.

2015 წელს შიდა ქართლის წლიური ეკონომიკური ბრუნვა კი 1196,3 მილიონი ლარია, მათ შორის ყველაზე შემოსავლიანი მიმართულებებია:

1. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 479,1 მილიონი ლარი;

2. დამამუშავებელი მრეწველობა - 457,4 მილიონი ლარი;

3. მშენებლობა - 111,4 მილიონი ლარი.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz