"იანდექს ტაქსის" წინააღმდეგ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სარჩელია შეტანილი | Allnews.Ge

"იანდექს ტაქსის" წინააღმდეგ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სარჩელია შეტანილი

ტაქსების კომპანია 200-200 "იანდექს ტაქსს" კონკურენციის სააგენტოში უჩივის. მას სარჩელი უკვე შეტანილი აქვს და აცხადებს, რომ კონკურენტი კომპანია ბაზარზე თამაშის წესებს არღვევს და კლიენტების მოსაზიდად დემპინგს იყენებს.

"ჯანსაღი კონკურენციის წესები ცალსახად ირღვევა.

ისინი რეალურ ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად ემსახურებიან მომხმარებლებს. შედეგად კი ჩვენი და სხვა კომპანიების კლიენტების გადაბირება ხდება. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ სხვა კომპანიები ამოვარდებიან ბაზრიდან. "იანდექს ტაქსი" მონოპოლიას მოიპოვებს და შემდეგ გააძვირებს მომსახურებას. გამორიცხულია, რომ კომპანიამ სამომავლოდ ასეთი დაბალი ფასების შენარჩუნება მოახერხოს. ეს არის ჩვეულებრივი დემპინგი," - აცხადებს "ტაქსი 200-200-ის" დამფუძნებელი ნიკა ხოფერია.

"იანდექს ტაქსი" თბილისში - დაარღვია თუ არა რუსულმა კომპანიამ კანონი?

"იანდექს ტაქსი" ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად მსგავს მეთოდებს იყენებს სხვა ქვეყნებშიც. მას მონოპილია აქვს სომხეთში, სადაც ცოტა ხნის წინ სომხეთის სახელმწიფო კომისიამ ის მკაცრად გააფრთხილა, რომ კონკურენციის წესების დარღვევა შეწყვიტოს.

იანდექს ტაქსმა ქართულ ბაზარზე მომსახურება 23 აგვისტოდან დაიწყო.

 

ნანა მღებრიშვილი

myquiz