კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი 2010 წლიდან ცდილობდა, დედოლარიზაციაზე ემუშავა | Allnews.Ge

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი 2010 წლიდან ცდილობდა, დედოლარიზაციაზე ემუშავა

ეროვნული ბანკი 2010 წლიდან უკვე პრაქტიკულად ცდილობდა, რომ დედოლარიზაციაზე ემუშავა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მთავარის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

"დედოლარიზაცია არის ის ფენომენი, რომელიც საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დარჩა და მასთან ბრძოლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ეროვნული ბანკი 2010 წლიდან უკვე პრაქტიკულად ცდილობდა, რომ დედოლარიზაციაზე ემუშავა და სწორედ ამიტომ მოხდა რეფინანსირების სესხების შემოღება. დედოლარიზაცია კი, თავის მხრივ, ნიშნავს საკრედიტო რესურსების ლარში ხელმისაწვდომობას.

ეს არ არის თავსხმოხვეული პოლიტიკა. ეს არის პოლიტიკა, რომელმაც დროთა განმავლობაში იქამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ ლარში აღებული სესხები გაიზარდოს. ეს კი თავისთავად იქნება წინაპირობა იმის, რომ საგარეო ფაქტორების ზემოქმედების მინიმიზირება მოხდეს. ეს არის ის, რაც დაეხმარება მოსახლეობას, რაც მომავალში დაეხმარება ბიზნესს, რამაც ეკონომიკური ზრდა უნდა გახადოს მდგრადი და რამაც უნდა შექმნას მეტი სამუშაო ადგილი საქართველოში", - განაცხადა გვენეტაძემ.

myquiz