რამდენია საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში | Allnews.Ge

რამდენია საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში

2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 606,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორსი დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,8% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 23,5% - მცირე ბიზნესზე. 

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, "2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 51,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 739,0ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით

გაიზარდა 40,9 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1160,7 ლარი,

საშუალო ბიზნესი – 915,6 ლარი,

მცირე ბიზნესი – 576,6 ლარი".

რაც შეეხება ბიზნესსექტორის ბრუნვას, მისი მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდი ლარი შეადგინა.

 

 

myquiz