ავტომობილებზე ქონების გადასახადი დაწესდება | Allnews.Ge

ავტომობილებზე ქონების გადასახადი დაწესდება

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201- ე, 202-ე და 205-ე მუხლებში შევა და 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.

როგორც პროექტშია აღნიშნული, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება.

"კერძოდ, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით, ლარებში", - ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტში.

წყარო: bpn.ge

myquiz