გაკოტრებული ბიზნესმენისთვის კანონი უფრო ლიბერალური გახდება | Allnews.Ge

გაკოტრებული ბიზნესმენისთვის კანონი უფრო ლიბერალური გახდება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკურ საქმიანობაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. ერთ-ერთი ცვლილება მეწარმეთა "გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ" კანონი იქნება, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის, ბექა ხიტირის თქმით, "გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ კანონის" მიღებით გაკოტრებული ბიზნესმენისთვის მძიმე განაჩენის გამოტანა აღარ მოხდება, რადგან რეაბილიტაციის შესაძლებლობები გაიზრდება:

"ვალები ადამიანს არ დაახრჩობს და მისი გაყინვა შესაძლებელი სამი ან ხუთი წლის ვადაში გახდება და შემდეგ საშუალება მიეცემა, რომ თავისი ბიზნესის წარმოება ნულიდან დაიწყოს," - აღნიშნავს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ "გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლისთვის დასრულდება.

myquiz