ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.49 ლარს მიაღწია | Allnews.Ge

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.49 ლარს მიაღწია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.49 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება.

ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.49 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.41 ლარად.

"თიბისი ბანკში" მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.4880 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.4120 ლარად.

"ლიბერთი ბანკის" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.4850 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.4250 ლარად.

"ბანკ ქართუში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4800 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი ლარს 2.4200 მიიღებს.

დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკში", სადაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4650 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4350 ლარს მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4371 ლარია.

myquiz