ყავის ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა | Allnews.Ge

ყავის ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა

არაბიკას სახეობის ყავის ფასმა 2015 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ამის მიზეზი ყავის უმსხვილესი ბრაზილიელი მწარმოებლის The Cooxupe-ის მიერ ექსპორტის პროგნოზის შემცირებაა ადგილობრივ ბაზარზე ყავის გაზრდილი მოხმარებისა და გვალვის გავლენის ფონზე.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრაზილიურმა მწარმოებელმა ყავის ექსპორტის მიმდინარე წლის პროგნოზი 4,5 მილიონი ტომრიდან 4 მილიონამდე შეამცირა.

ყავის ფასები ბოლო ექვსი თვეა იზრდება. ICE ბირჟაზე არაბიკას ფიუჩერსები 2,9%-ით გაიზარდა და ერთ ფუნტზე 1,62 დოლარი შეადგინა. ლონდონის ბირჟაზე გამართული ვაჭრობისას კი ფასები გაიზარდა 2,1 ათას დოლარამდე 10 მეტრულ ტონაზე, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ მაქსიმალური ფასია.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის ივნისში ყავის 12-თვიანმა წარმოებამ 153,29 მილიონი ტომარა შეადგინა (ერთი ტომარა 60 კგ-ს იწონის). ეს მაჩვენებელი 2,8%-ით ნაკლებია 2014 წლის 12-თვიან პერიოდზე.

წყარო: bpn.ge

myquiz